NETFLIX & LEARN: 6 ᲡᲔᲠᲘᲐᲚᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲘᲜᲒᲚᲘᲡᲣᲠᲘᲡ ᲡᲬᲐᲕᲚᲐᲨᲘ ᲓᲐᲒᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐᲗ
- learnwithnataly
- Aug 25
- 1 min read
რა არის ყველაზე კარგი ინგლისური ენის სწავლის პროცესში? მისი გაუმჯობესება შეგიძლიათ ისე, რომ ის დამღლელი სასწავლო პროცესი ვერ იგრძნოთ, სულ რომ გვეზარება და გადადებას ვცდილობთ.
კი, ენის შესწავლა მხოლოდ გაკვეთილებსა და სახელმძღვანელოებზე არ გადის. ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და ეფექტური გზა თქვენი ლექსიკის, გამოთქმისა და მოსმენის უნარის გასავითარებლად, საყვარელი სერიალების ყურებაა.
ბლოგში გირჩევთ 6 სერიალს, რომლებიც Netflix-ზეა ხელმისაწვდომი, თქვენს ენობრივ დონეს შეგიძლიათ მოარგოთ და ინგლისური ენის სწავლა სასიამოვნო პროცესად აქციოთ.
დონე: A1-A2
Friends
„მეგობრები“ დამწყებთათვის ნამდვილი კლასიკაა. პერსონაჟები საუბრობენ გარკვევით და არც ისე სწრაფად. ეპიზოდები მოკლეა, ხოლო გამოყენებული ლექსიკა - ყოველდღიური. მარტივი, სახალისო და იდეალურია იმისთვის, რომ ყური შეაჩვიოთ სასაუბრო ინგლისურს.

Stranger Things
სერიალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისაა, მაგრამ დიალოგები მარტივი და გასაგები. პერსონაჟების უმრავლესობა ბავშვია, რაც მათ საუბარს უფრო ბუნებრივსა და მარტივად გასაგებს ხდის. შესანიშნავი ვარიანტია ყოველდღიური ფრაზებისა და ლექსიკის შესასწავლად.

დონე: B1-B2
The Office (US)
სერიალში აქტიურად გამოიყენება ჟარგონები და იდიომები, რაც თქვენს სასაუბრო ინგლისურს უფრო ცოცხალს გახდის. „ოფისი“ სალაპარაკო ინგლისურის შესასწავლად საუკეთესო ვარიანტია.

Sherlock
ამ მინისერიალში ინგლისური უფრო დახვეწილი და დინამიკურია. რაც თავიდან ნამდვილი გამოწვევა იქნება. დიალოგები უფრო დატვირთულია, რაც საშუალო დონის მოსწავლეებს ახალი და უცხო სიტყვების სწავლაში დაეხმარება.

დონე: C1-C2
House of Cards
თუ გაინტერესებთ პოლიტიკა ან გსურთ ოფიციალური და ბიზნეს ლექსიკა გაიუმჯობესოთ, ეს სერიალი თქვენთვისაა. რთული და სწრაფი დიალოგები მაღალი დონის ლექსიკით ნამდვილად გააუმჯობესებს თქვენს ცოდნას.

The Handmaid's Tale
იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც ლიტერატურული და ფიგურალური სიტყვა-თქმის გაცნობა სურს. დიალოგები ღრმა და რთულია, რაც C1-C2 დონის მოსწავლეებს ენობრივი ნიუანსების აღმოჩენაში დაეხმარება.

სერიალების ყურებისას არ დაგავიწყდეთ:
✔︎ გამოიყენოთ ინგლისური სუბტიტრები
✔︎ ამოიწეროთ უცნობი სიტყვები და ფრაზები
✔︎ გაიმეოროთ საინტერესო დიალოგები
თუ გსურთ, რომ ინგლისურის სწავლა კიდევ უფრო სახალისო და პრაქტიკული იყოს, გელოდებით ჩვენს ონლაინ კურსებზე!
