top of page

ᲠᲝᲪᲐ ᲘᲜᲒᲚᲘᲡᲣᲠᲘ „ᲒᲔᲡᲛᲘᲡ“, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲕᲔᲠ ᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲝᲑ

  • learnwithnataly
  • Mar 22
  • 2 min read

ხშირად ვამბობთ, რომ ინგლისურს უპრობლემოდ ვიგებთ - ფილმებში, ვიდეოებში, საუბარში - მაგრამ როცა ლაპარაკის დრო დგება, სიტყვები უბრალოდ ქრება.


“I understand everything, but I can’t speak.” (ყველაფერს ვიგებ, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ.)


ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოცდილებაა ენის სწავლის პერიოდში.მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ ეს პრობლემა არ ნიშნავს, რომ შენ ინგლისურად საუბარი არ შეგიძლია.


ეს ნიშნავს, რომ ხარ ერთ კონკრეტულ ეტაპზე - სადაც ენის გაგების უნარი უკვე განვითარდა, მაგრამ მეტყველების ჯერ არ არის გააქტიურებული.



პასიური და აქტიური ცოდნა: რა ხდება რეალურად


როცა რაღაცას უსმენ ან კითხულობ, შენი ტვინი მუშაობს „ამოცნობაზე“. ხოლო როცა ლაპარაკობ, ის მუშაობს „შექმნაზე“.


  • პასიური ცოდნაა (Passive knowledge) - სიტყვებს ცნობ და მნიშვნელობას ხვდები 

  • აქტიური ცოდნაა (Active knowledge) - სიტყვებს თავად იყენებ და წინადადებებად აგებ 


პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ძლიერი პასიური ცოდნა, მაგრამ თითქმის არ გააჩნია პრაქტიკა ენის აქტიურ გამოყენებაში.




რატომაა ლაპარაკი გაცილებით რთული?


ლაპარაკი ერთდროულად რამდენიმე პროცესს მოითხოვს:


  • იდეის ფორმირება 

  • სიტყვების შერჩევა 

  • გრამატიკის გამოყენება 

  • სწორი გამოთქმა 


და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს რეალურ დროში (წამებში).

ამიტომაც, როცა ვამბობთ: „არ ვიცი რა ვთქვა.“ (“I don’t know what to say.”) ხშირად ნიშნავს არა იმას, რომ არ იცი, არამედ იმას, რომ არ ხარ მიჩვეული ცოდნის სწრაფად გამოყენებას.




ფარული ბარიერი: შეცდომის შიში


ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ადამიანები არ ლაპარაკობენ, არის:

“What if I say it wrong?”(რა მოხდება, თუ არასწორად ვიტყვი?)

ამ შიშს კი შედეგებად მოსდევს:


  • წინადადების დაწყებამდე შეჩერება 

  • ზედმეტი და არასაჭირო ფიქრი (ე.წ. overthinking)

  • საერთოდ დუმილი 


მაგრამ რეალობა ისაა, რომ ენა არ ვითარდება სიზუსტით - ის ვითარდება მუდმივი გამოყენებით.



გაგებიდან საუბრამდე: რა გეხმარება რეალურად


ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე პრაქტიკულ მეთოდს, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებისთვის გამოდგება:



1. Start Speaking Before You Feel Ready (დაიწყე საუბარი მანამ, სანამ თავს მზად იგრძნობ)


არ დაელოდო „სრულ მზადყოფნას“.

“I will start when I’m ready.” - ამ მიდგომით, ეს მომენტი თითქმის არასდროს დგება.

სცადე საუბარი:

  • მოკლე წინადადებებით 

  • მარტივი აზრებით 


მაგალითად:

“Today was a good day.”(დღეს კარგი დღე იყო.) და სცადე აღწერო შენი დღე იმ სიტყვების მარაგით, რომლებიც მოცემულ ეტაპზე გაგაჩნია. ხმამაღლა საუბრის პროცესში კი, გაგაოცებს იმ სიტყვების ტალღა, რომელიც შენს გონებას თანდათან მოაწყდება.



2. Use What You Already Know (გამოიყენე ის, რაც უკვე იცი)


ხშირად თავიდანვე ვცდილობთ რთული წინადადებების შექმნას, როცა შეგვიძლია ბევრად მარტივად ვთქვათ იგივე (თუ გარემოება არ მოითხოვს საპირისპიროს)


მაგალითად: ❌ It was an extremely exhausting and overwhelming experience.”  “It was very tiring.”


მარტივი = უფრო სწრაფი = უფრო ბუნებრივი



3. Repeat, Don’t Just Understand (გაიმეორე და არ დაკმაყოფილდე მხოლოდ გაგებით)


როცა უყურებ ფილმს ან უსმენ სიმღერას/პოდკასტს/რადიოს - არ გაჩერდე მხოლოდ „გავიგე“-ზე, ამოარჩიე ფრაზები და გაიმეორე ხმამაღლა. ეს ნაბიჯი აკავშირებს მოსმენას მეტყველებასთან.



4. Think in Scenes, Not Words (იფიქრე სცენებით და არა სიტყვებით)


ენის მექანიზმი უფრო მარტივად აქტიურდება, როცა წარმოიდგენ სიტუაციას და არა მხოლოდ სიტყვას.

მაგალითად, სიტყვაზე: „რესტორანი“ → წარმოიდგინე სცენა და თქვი:

“I’d like to order something.”(რაღაცის შეკვეთა მინდა.) და მართლა "შეუკვეთე" რამე წარმოსახვითი მენიუდან.



5. Create a Daily Speaking Ritual (შეიქმენი ყოველდღიური საუბრის პატარა ჩვევა)


თუ დრო არ გაქვს, არ არის საჭირო ყოლვესდღიურად 1 ან მეტი საათი სწავლა. საკმარისია 5-10 წუთის გამოყოფაც, თუ უფრო მეტის დათმობას ვერ ახერხებ

მაგალითად:

  • მოუყევი საკუთარ თავს შენი დღე ინგლისურად 

  • ან აღწერე რასაც მოცემულ მომენტში აკეთებ 

“Now I’m making coffee.”(ახლა ყავას ვაკეთებ.)


6. Accept Imperfection as Part of the Process (მიიღე არასრულყოფილება როგორც პროცესის ნაწილი)


არასწორი ინგლისური ≠ ცუდი ინგლისური არასწორი ინგლისური = სწავლა პროცესში

როგორც ხელოვნებაშია - პირველი ესკიზი არასოდესაა იდეალური, მაგრამ მისი შესრულება აუცილებელია 🤗



იმ მომენტში, როცა საუბარს ცდილობ -  ნელა, მარტივად, შეცდომებით - გადადიხარ „მოსწავლის“ აპლუიდან „მომხმარებლის“ აპლუაში.

სწორედ აქ იწყება რეალური პროგრესი.


ამიტომ, თუ ინგლისური გესმის, მაგრამ საუბრისას ვერ იყენებ - ეს ზუსტად ის ეტაპია, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ Learn with Nataly-ში. ჩვენთან ფოკუსი არ არის მხოლოდ გრამატიკაზე, არამედ:

  • მეტყველების გააქტიურებაზე 

  • შიშების გადალახვაზე 

  • ენის გამოყენებაზე რეალურ კონტექსტში 

ენა არ ისწავლება მხოლოდ თეორიით - ის ვითარდება მუდმივი პრაქტიკით, გამოცდილებით და თვითგამოხატვით.


“Say it, even if it’s not perfect.” 👩‍💻

bottom of page