ᲡᲐᲚᲐᲛᲐᲜᲙᲐ - ᲔᲡᲞᲐᲜᲣᲠᲘ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲥᲐᲚᲐᲥᲘ
- learnwithnataly
- May 22
- 2 min read
როდესაც საზღვარგარეთ სწავლაზე ან მოგზაურობაზე ვსაუბრობთ, ხშირად გონებაში თანამედროვე ამერიკული ან ბრიტანული კამპუსები წარმოგვიდგება. თუმცა, საუნივერსიტეტო ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი ესპანეთშია, კერძოდ სალამანკაში. აქ არ არსებობს მკაცრი საზღვარი ქალაქსა და სასწავლებელს შორის, მთელი ინფრასტრუქტურა ერთი დიდი, ცოცხალი ორგანიზმია, სადაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია და გლობალური სტუდენტური ცხოვრება ერთმანეთს კვეთს.

სალამანკას უნივერსიტეტი (Universidad de Salamanca) 1218 წელს დაარსდა, რაც ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ის ესპანურენოვანი სამყაროს უძველესი და ევროპის ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია. რთული წარმოსადგენი არაა, რომ უნივერსიტეტის გავლენა ისტორიულ პროცესებზეც მასშტაბურია: მაგალითად, სწორედ აქ წყდებოდა ისეთი ისტორიული საკითხები, როგორიცაა ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის გეგმების განხილვა ან მსოფლიოში პირველი გლობალური ეკონომიკური თეორიების ჩამოყალიბება.
ენის შესწავლის მსურველებისთვის კი სალამანკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ქალაქს ესპანური ენის აკვნად მიიჩნევენ და ამას კონკრეტული ისტორიული საფუძველი აქვს: 1492 წელს, სწორედ ამ უნივერსიტეტის კედლებში, ანტონიო დე ნებრიხამ გამოსცა "კასტილიური ენის გრამატიკა" (Gramática de la lengua castellana). ეს არის მსოფლიო ისტორიაში თანამედროვე ენის პირველი ოფიციალური სახელმძღვანელო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ესპანურს.

ვიზუალურად უნივერსიტეტი ნამდვილი შედევრია. მისი ცნობილი ფასადი პლატერესკოს სტილის არქიტექტურის ნიმუშია (Plateresque - ესპანური რენესანსის მიმდინარეობა, სადაც ქვის ორნამენტები ისეთივე ფაქიზი, წვრილი და გადატვირთული დეტალებითაა ამოკვეთილი, თითქოს ის ოქრომჭედელმა ძვირფასი ლითონისგან გამოჭედა) სტუდენტებში დღემდე არსებობს ლეგენდა: ვინც ამ უამრავ დეკორაციას შორის დამალულ პატარა ბაყაყს (la rana) საკუთარი თვალით იპოვის, მას გამოცდებზე იღბალი და წარმატებული აკადემიური წელი ელის.

მიუხედავად თითქმის 800 წლიანი ისტორიისა, სალამანკა არ არის სტატიკური მუზეუმი. დღეს ის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და კოსმოპოლიტური ცენტრია. ვინაიდან მოსახლეობის ძირითად ნაწილს სტუდენტები შეადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ქალაქში მუდმივად მაღალია სოც. და კულტურული აქტივობა.
უნივერსიტეტი წამყვან პოზიციას იკავებს საერთაშორისო სტუდენტების მიღების მხრივ. აქ ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა ჩამოდის ევროპიდან (მათ შორის Erasmus+ პროგრამით), აშშ-დან, აზიიდან და ლათინური ამერიკიდან. უნივერსიტეტის სპეციალური დეპარტამენტი - Cursos Internacionales - ათწლეულებია უცხოელებისთვის ესპანური ენის სწავლების მსოფლიო სტანდარტს ადგენს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (Plaza Mayor) თუ ადგილობრივ სივრცეებში მოხვედრისას, თქვენ ავტომატურად გახდებით ინტერნაციონალური ოჯახის ნაწილი, სადაც მთავარი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი ესპანური ენაა.
ესპანური კი მსოფლიოში მეორე ყველაზე გავრცელებული მშობლიური ენაა, რომლის ფლობაც პირდაპირ გიხსნით გზას საერთაშორისო განათლების, გლობალური კარიერისა და თავისუფალი მოგზაურობისკენ.

თუ თქვენი ოცნება და მიზანია ესპანეთში სწავლა, Learn with Nataly-ის ესპანური ენის კურსი ამ მწვერვალისკენ მიმავალი გზაა 🫶 ჩვენ ვცვლით ენის სწავლების სტანდარტულ, მოსაწყენ მიდგომას პრაქტიკული მეთოდოლოგიით:
ფოკუსი სასაუბრო ენაზე - ჩანასახშივე აქცენტს ვაკეთებთ ცოცხალ, ყოველდღიურ კომუნიკაციაზე.
ბარიერების მოხსნა - ვმუშაობთ ისეთ ტექნიკებზე, რომლებიც სწრაფად დაგაწყებინებთ საუბარს და დაგეხმარებათ აზრის თავდაჯერებულად გამოხატვაში.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: ესპანური ენის კურსი გელით უშრეტი ენთუზიაზმით!
