top of page

ᲘᲡᲬᲐᲕᲚᲔ ᲔᲡᲞᲐᲜᲣᲠᲘ ᲔᲜᲐ ᲛᲣᲡᲘᲙᲘᲗ

  • learnwithnataly
  • Oct 14
  • 1 min read

ენის სწავლის პროცესი ზოგჯერ დამღლელი და მოსაწყენიც კია (კი, ჩვენც გვესმის ეს). თუ გრამატიკის წესები და მშრალი სახელმძღვანელოები გღლით, დროა, კიდევ ერთი მეთოდი შემატოთ და მუსიკის ძალა გამოიყენოთ.


მაინც რატომ არის მუსიკა იდეალური ინსტრუმენტი ენის შესასწავლად?


  • გამოთქმის გაუმჯობესება (რიტმი და ინტონაცია) - ესპანური ისედაც რიტმული ენაა. თუმცა სიმღერების მოსმენით თქვენი ყური ეჩვევა ენის რიტმს, ინტონაციასა და ბგერების სწორად წარმოთქმას. სიმღერის ტექსტის გამეორება კი ბუნებრივად გაასწორებს თქვენს აქცენტს.

  • სიმღერებში ფრაზები და სიტყვები მუდმივად მეორდება. ეს განმეორებადობა ტვინს ეხმარება, ლექსიკა გრძელვადიან მეხსიერებაში გადაიტანოს და ავტომატურად დაიმახსოვროს.

  • ემოციური კავშირი და მოტივაცია - როცა სიმღერა მოგწონთ, მოტივაციაც იზრდება. ესპანური სიტყვები აღარ არის უბრალოდ "უცხო სიტყვები", მათ კონკრეტული ემოციები ენიჭებათ.

  • იდიომების და ფრაზალური ზმნების შემთხვევაშიც გამოსადეგია - ბევრ სიმღერაში მოისმენთ მათ, რომლებსაც სახელმძღვანელოებში ხშირად ვერ იპოვით.


ამ ბლოგში თქვენთვის 7 ალბომი შევარჩიეთ, სადაც არტისტები მღერიან გარკვევით და იყენებენ ყოველდღიურ ესპანურს, რათა ესპანურის სწავლის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ.


  1. Julieta Venegas – Limón y Sal (2006)


ree


  1. Mocedades – Eres Tú (1973)


ree


  1. Jarabe de Palo – Bonito (2003)


ree


  1. Natalia Lafourcade – Hasta la Raíz (2015)


ree


  1. Jorge Drexler – Amar la Trama (2010)


ree


  1. Juan Luis Guerra – Bachata Rosa (1990)


ree


  1. Maná – Sueños Líquidos (1997)


ree


თუ ახლა გეგმავთ ესპანური ენის სწავლას, გელოდებით ჩვენს სკოლაში, სადაც გთავაზობთ ონლაინ გაკვეთილებს და შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩაერთოთ ჩვენს ქართველ და Native speaker მასწავლებლებთან.


bottom of page