6 ᲘᲢᲐᲚᲘᲣᲠᲘ ᲤᲠᲐᲖᲐ ᲒᲣᲠᲛᲐᲜᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
- learnwithnataly
- Sep 24
- 1 min read
იტალია კულინარიული სამოთხეა, სადაც ყოველი კერძი ხელოვნების ნიმუშია. ხოლო ჭამა იტალიელებისთვის - რიტუალი. თუ გინდათ, რომ იტალიაში მოგზაურობისას თავი ნამდვილ გურმანად იგრძნოთ და არა უბრალო ტურისტად, ეს ფრაზები ნამდვილად გამოგადგებათ.
გთავაზობთ 10 იტალიურ ფრაზას და სიტყვას, რომელიც რესტორნებში თუ იტალიურის შესწავლისას აუცილებლად დაგჭირდებათ.
Aperitivo

აპერიტივო იტალიაში საღამოს ერთგვარი რიტუალია, როდესაც ადამიანები ვახშმის წინ იკრიბებიან სასმლისა და მსუბუქი წასახემსებლის მისართმევად.
Al Dente

Al Dente ითარგმნება როგორც „კბილზე“ და გამოიყენება იდეალურად მოხარშული პასტის აღსანიშნავად. ამ დროს, პასტა რჩება ოდნავ მკვრივი, მყარი სტრუქტურის, რაც განასხვავებს მას გადახარშულისგან.
Gelato Artigianale

Gelato Artigianale იტალიურად „ხელნაკეთ ნაყინს“ ნიშნავს. მზადდება მცირე პარტიებად, ახალი, მაღალი ხარისხის, ადგილობრივი და სეზონური ინგრედიენტებით.
ამ პროცესის შედეგად მიიღება ნაყინი, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და აქვს ნაკლები ცხიმითა. შეიცავს მხოლოდ ნატურალურ არომატებსა და ბუნებრივ საღებავებს, რაც განასხვავებს მას gelato industriale-სგან („ინდუსტრიული ნაყინი“), რომელიც მასობრივად, ხელოვნური საღებავებითა და კონსერვანტებით მზადდება.
Buon Appetito

ჭამის დაწყებამდე იტალიაში აუცილებლად გაიგებ: Buon Appetito-ს. იგივეა, რაც „გემრიელად მიირთვი“.
La Cucina Casalinga

იგივეა რაც „საოჯახო სამზარეულო“. ეს არის ტრადიციული, სახლში მომზადებული კერძები, რომლებსაც რესტორნებში ხშირად ვერ ნახავთ, თუმცა ბევრ მათგანს აქვს მენიუში სპეციალურად მითითებული მსგავსი კერძები.
როცა იტალიელი ამბობს „questa è vera cucina casalinga“, ის გულისხმობს, რომ კერძი მომზადებულია სიყვარულით, ოჯახური ტრადიციების გათვალისწინებით და არა კომერციული მიზნით.
Salute!

ჭიქების მიჭახუნებისას იტალიელები ამბობენ: Salute!, რაც „ჯანმრთელობას“ ნიშნავს, თუმცა მნიშვნელობით იგივეა, რაც ჩვენებური „გაუმარჯოს“.
საინტერესოდ ჟღერს? თუ გსურს, იტალიური ენის სწავლის საინტერესო მოგზაურობა ახლავე დაიწყო, გელოდებით ჩვენს ონლაინ კურსზე.